სულხან თამაზაშვილმა 112-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილმა „112″-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნიკოლოზ ბაჭულაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები