ხობის მერმა მარწყვის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მარწყვის სასათბურე მეურნეობა „შამათია“ კოოპერატივის თავმჯდომარესთან, ირაკლი თოდუასთან ერთად დაათვალიერეს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, კოოპერატივმა „შამათიამ“ ENPARD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის – „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში მიღებული გრანტითა და საკუთარი ფინანსური სახსრებით სასათბურე მეურნეობა მოაწყო.
კოოპერატივის თავმჯდომარის ინფორმაციით, მარწყვის მოვლა-კრეფაში 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული. მოსავალი ყოველ წელს იზრდება და წელს 12 ტონას ელოდებიან.