ქუთაისის მაცხოვრებლები სამი თვით დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდებიან
ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები დაწესდა.
საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირები, 2020 წლის 1 მარტიდან – 1 ივნისამდე, სრულად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისაგან.