ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები სამი თვით სამგზავრო ნებართვის გადაყვანის საფასურისგან გათავისუფლდნენ

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები სამი თვით სამგზავრო ნებართვის გადაყვანის საფასურისგან გათავისუფლდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 1 -ელი მარტიდან 2020 წლის 1 -ელ ივნისამდე პერიოდში ქუთაისში მსუბუქი ავტომობილების, ავტობუსების 5 ტონამდე სრული მასით და M3 კატეგორიის ავტობუსები – 5 ტონაზე მეტი სრული მასით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიების, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი.

დღესვე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ, პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისის მაცხოვრებლები დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები