მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა და ლატვიის მუსიკის აკადემიის სიმფონიურმა ორკესტრმა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბეთჰოვენის “თურქული მარში” დისტანციურად შეასრულეს.
“დიდ მადლობას ვუხდით პროექტის ყველა მონაწილეს – ლატვიისა და საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსებს; ორკესტრების სამხატვრო ხელმძღვანელებსა და დირიჟორებს – მირიან ხუხუნაიშვილსა და კასპარ ადამსონს, საქართველოს ახალგაზრდა ელჩს ლატვიის რესპუბლიკაში – აკაკი ტყეშელაშვილს, ანნია ბიჩულეს, იანის პურინშს, ნინო წითლაურსა და მიხეილ მდინარაძეს,”- ნათქვამია ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ერთი თვე მუშაობდნენ და საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკები მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.