გერმანიაში სექსინდუსტრია მუშაობის განახლებას ითხოვს
გერმანიაში სექსმუშაკები მუშაობის განახლებას უფლებას ითხოვენ.
ქვეყნის ბორდელებისა და დამოუკიდებელი სექსმუშაკების ასოციაციამ ბუნდესტაგის დეპუტატებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მუშაობის განახლების ნებართვას ითხოვს გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანა საკარანტინე ზომებს ასუსტებს.
ასოციაციამ ჰიგიენის დაცვის ინსტრუქციაც შეიმუშავა.
წერილში აღინიშნება, რომ სექსმუშაკები, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ათვითცნობიერებდნენ პირადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საჭიროებას.
ასოციაცია მოუწოდებს დეპუტატებს, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბორდელებს ესტუმრონ, რათა თავად დარწმუნდნენ იმაში, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
გასულ კვირას ბუნდესტაგის 16 დეპუტატმა 16 ფედერალური მიწის მთავრობას წირილით მიმართა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სექსმუშაკები შესაძლოა, ვირუსის “სუპერ გადამტანი გახდნენ”, ამიტომ, კარანტინის მოხსნის შემდეგ, ბორდელების გახსნა საჭირო საერთოდ არ არის.