ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ წარმატებებს

“საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს  მიერ მოპოვებულ წარმატებებს”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით დასაფასებელია დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა.

„თქვენ ხართ თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი, ამაყად და მტკიცედ იცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს. ამ გზაზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად, აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის სამსახურს და დაუმრაცხებლებიან არიან ახალი გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები