სომხეთში, ბავშვთა სახლში კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, შშმ ბავშვთა სახლში კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 9 მცირეწლოვანია.
ამის შესახებ ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის სამინისტროს პრესმდივანმა, სონა მარტიროსიანმა განაცხადა.
“ტესტირება 46 პირმა გაიარა, მათგან 15 დადებითი პასუხი აქვს. ინფიცირებულთაგან 6 დაწესებულების თანამშრომელია, 9 ბავშვია. ყველა მათგანი იზოლირებულია. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, მათ სიმპტომებიც არ აქვთ. არცერთი მათგანი ჰოსპიტალიზებული არ არის”, – აღნიშნა მარტიროსიანმა.
მანამდე კორონავირუსის აფეთქება ნორკსკის ინტერნატშიც დაფიქსირდა,სადაც 45 პირი იყო ინფიცირებულია, მათგან 28 თანამშრომელი, ხოლო 17 მობინადრე, ორი გარდაიცვალა.
25 მაისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით 7 113 ადამიანია ინფიცირებულია, 87 გარდაცვლილია.