ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შპპ „მეტაკოს“ ჰემოდიალიზის ცენტრში საჭირო მედიკამენტები მიიტანეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის წევრებმა – გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ ქუთაისში მცხოვრები, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენეტებისთვის, შპპმეტაკოს“ ჰემოდიალიზის ცენტრში დიალიზისთვის აუცილებელი მედიკამენტები მიიტანეს.

მეტაკოში“ აღნიშნული პროგრამით 70-მდე ადამიანი სარგებლობს და თითოეული პროცედურისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დიდი რაოდენობაა აუცილებელი.

ქალაქის ხელმძღვანელობამ და  მაჟორიტარმა დეპუტატებმა კლინიკა მედიკამენტების გადასაცემად იმის გათვალისწინებით შეარჩიეს, რომ ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები კორონავირუსით დაავადების მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნებიან  და  მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აუცილებელი მედიკამენტებით  შეუფერხებლად  მომარაგება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები