ირანში უკანასკნელი 2,5 თვის განმავლობაში ლეტალური შემთხვევების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ირანში უკანასკნელი 2,5 თვის განმავლობაში ლეტალური შემთხვევების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 34 პირი ემსხვერპლა, ჯამურად, 7 451 ლეტალური შემთხვევაა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2 023-ით გაიზარდა და 137 724 შეადგინა.