უკრაინაში მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა
კიევსა და ხარკოვში დღეიდან, ორთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა მეტროპოლიტენმა განაახლა.
აღინიშნება, რომ მეტროს მუშაობის გრაფიკი ინტენსიური იქნება – ისეთივე დატვირთვის, როგორც ეს კარანტინამდე იყო.
ამასთან, მოქმედებს უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, მეტროში ადამიანებს ნიღბისა და ხელთათმანის გარეშე არ უშვებენ, ასევე, მათ სთხოვენ უსაფრთხო დისტანციის დაცვას. მეტროში მგზავრთა დისტანცირების მონიშვნაა გაკეთებული.
ამასთანავე, დღეიდან ქვეყანაში მუშაობა საბავშვო ბაღებმაც დაიწყეს.
მუშაობის დაწყებამდე საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს, ასევე, ბავშვებს ყოველდღიურად ტემპერატურას გაუზომავენ
მშობლებმა პირბადე უნდა ატარონ, შენობა ანტისეპტიკური საშუალებებით უნდა იყოს აღჭურვილი. იკრძალება მრავალჯერადი პირსახოცის გამოყენება, რბილი სათამაშოების და სხვა.
25 მაისის მდგომარეობით, უკრაინაში კორონავირუსით 21 245 პირია ინფიცირებული, 623 ლეტალური შემთხვევაა, 7 234 განიკურნა.