საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

 

“საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას”,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებს.

“რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები