მეუფე ნიკოლოზი: მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები

 

“მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მხოლოდ ჩვენი შვილები მიიღებენ”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა “ტყის კოდექსთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ტყის დაცვის შესახებ მიღებული კანონები ძალაში რჩება.

„იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? – უნდა მოუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობაა.

გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს და ეკლესია რას ისარგებლებს? არ ვიცი, არ მესმის”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები