დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას 25 მაისიდან განაახლებს

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით 25 მაისიდან განაახლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მისაღებ ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

„25 მაისიდან, ასევე სრულად აღდგება, კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით შეჩერებული მონიტორინგისა და დაკანონების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელი შეუწყონ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები