ყაზბეგში სასურსათო პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები კიდევ 100 ოჯახს გადაეცა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასურსათო პროდუქტით და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტი კიდევ 100 ოჯახს გადაეცა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირს” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სოციალურ აქციაში აქტიურად ჩაერთო ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის პირველი მოადგილე – თამაზ ალიბეგაშვილი, მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში და მერიის სხვა თანამშრომლები.
“აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებს საკვები პროდუქტითა და ჰიგიენის საშუალებებით დაკომპლექტებული პაკეტი, საქართველოში თურქეთის საელჩოსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თანადგომითა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გადაეცათ.
ყაზბეგის მერია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და აგრძელებს მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.