ნინო ცაციაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და პროაქტიურად უკავშირდება პოლიციას

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და პროაქტიურად უკავშირდება პოლიციას –  განაცხადა შინაგან საქმეთა მინ​ისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვოლმა. 

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ოჯახში ძალადობის მიმართულებით პანდემიის პირობებში მიმართვიანობა შენარჩნებულიყო.

ნინო ცაციაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და პროაქტიურად უკავშირდება პოლიციას

“პანდემიამ აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობაში მოაქცია თითოეული მოქალაქე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც, ამიტომ ერთ-ერთი გამოწვევა ოჯახში ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გახლდათ ის, რომ შეგვენარჩუნებინა მომართვიანობა. ამ მიზნით ძალიან კოორდინირებული და ეფექტიანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ჩვენს მიერ, კერძოდ 15 აპრილს ჩვენ მოსახლეობას სხვადასხვა ენებზე ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად დავუგზავნეთ მოკლეტექსტური შეტყობინებები, სადაც ძალიან დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით თუ როგორ უნდა მოგვმართონ, მათ შორის 112-ის ჩუმი განგაშის ღილაკთან დაკავშირებით რაც შესაძლებლობას აძლევს მსხვერპლს ყოველგვარი დარეკვის გარეშე ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეძლოს ძალადობის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა პოლიციისთვის ,ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად ერთის მხრივ ეფექტიანი და პრევენციული ღონისძიებები გატარდეს ჩვენი მხრიდან და მეორეს მხრივ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად გააქტიურებული და გაძლიერებული ამ მიმართულებით აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილში პოზიტიური ტენდენცია იკვეთება, კერძოდ ძალადობის შესახებ ინიციატორთა შორის მესამე ადგილზეა მეზობელი, რაც წინა თვეებში რეალურად არ გვქონდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს განსაკუთრებით ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით და ძალადობის თითოეულ ფაქტზე პროაქტიურად უკავშირდება პოლიციას”-განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები