პოლონეთმა რუსეთი “ღია ცის შეთანხმების” შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

​”ღია ცის შეთანხმება” წლების განმავლობაში რჩებოდა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან ელემენტად, რომელიც ნდობისა და გამჭვირვალობის განმტკიცებას ემსახურებოდა სამხედრო საქმიანობის თვალსაზრისით.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ქვეყნის საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებით, ბოლო პერიოდში რიგი პრობლემა გაჩნდა შეთანხმების რეალიზებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე ფრენების განხორციელების შეზღუდვას უკავშირდება.

ვარშავა წუხს, რომ “მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევამ დაებრუნებინათ რუსეთი შეთანხმების შესრულებისკენ შედეგი ვერ გამოიღო”.

“შეიარაღების ეფექტური კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ ვალდებულებების სრული შესრულების გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.

​უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ აშშ-მა პოლონეთი დოკუმენტის დენონსირების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

“ამჟამად, მოკავშირეებსა და უახლოეს პარტნიორებთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილების შემუშავებაზე ვმუშაობთ, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებისკენ იქნება მიმართული”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები