აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 95 ათასს გადააჭარბა
აფრიკის კონტინენტზე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 95 332-ს მიაღწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ვირუსს, სულ მცირე, 2 995 პაციენტი ემსხვერპლა.
ამასთან, აღინიშნება, რომ 34 ათასზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (18 003); ეგვიპტეში (14 229); ალჟირში (7 542); მაროკოში (7 133); ნიგერიასა (6 677) და განაში (6 096).
გარდაცვალების ყველაზე მეტი მეტი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში (680), ალჟირსა (568) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (339).