მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5 000 561 მილიონს შეადგენს.
ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის განახლებული სტატისტიკიდან ირკვევა.
ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოს ანტილიდერია აშშ, სადაც ვირუსი 1 551 853 ადამიანს აქვს დადასტურებული, მეორე ადგილზე რუსეთია 308 705 პაციენტით, ხოლო მესამეზე უკვე მეორე დღეა, ბრაზილიაა, სადაც “კოვიდ-19” 291 579 პირს აქვს დადასტურებული.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვლილთა მაჩვენებლით ასევე პირველ ადგილზე აშშ-ის, სადაც 93 439 ლეტალური შემთხვევაა, შემდეგ ბრიტანეთია 35 786 გარდაცვლილით, მესამე ადგილზე კი, იტალიაა სადაც ახალი ტიპის კორონავირუსს 32 330 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, აქაც ლიდერობს შეერთებული შტატები, სადაც ვირუსის დამარცხება 294 312 პირმა შეძლო, შემდეგ გერმანიაა 156 966 განკურნებულით, ხოლო სამეულის ბოლოს ესპანეთია 150 376 პირით, რომლებიც კლინიკებიდან არიან გაწერილი.