გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანა ნელ-ნელა ცხოვრების ნორმალურს წესს უნდა დაუბრუნდეს.
„დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს“, – აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.