კახა კალაძე: 100 ერთეული 12- მეტრიანი ავტობუსი მალე შემოვა, ვაპირებთ, კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი და 200 -მდე 18-მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ახალი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„შესყიდვები დაწყებული გვაქვს. ახლა 100 ერთეულ 12- მეტრიან ავტობუსს ველოდებით, რომელიც უკვე ძალიან მალე შემოვა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ კიდევ 100 ერთეული 12- მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ და შემდეგი იქნება უკვე 18- მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა. დაახლეობით, 200 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსის ყიდვა მოგვიწევს.
ამ ყველაფრით ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.