სერგეი ლავროვი: ნატო-ს ქვეყნების შეხების ზოლთან სამხედრო სწავლებები არ იგეგმება

რუსი სამხედროები COVID-19-ის პერიოდისთვის სწავლებების მასშტაბებს ამცირებენ და არ აპირებენ მათ გამართვას ნატო-ს წევრი ქვეყნების შეხების ზოლთან.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“იმ პერიოდისთვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის, ჩვენმა სამხედროებმა შეგვატყობინეს, რომ სწავლებების მასშტაბებს ამცირებენ და არ გეგმავენ მათ ჩატარებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შეხების ზოლთან”, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ვიდეოფორმატში.

ამასთან, ლავროვის თქმით, სამწუხაროა, რომ ნატო-სთან სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა გაყინულია.

“მთავარი პრობლემა მდგომარეობს ნატო-რუსეთს შორის პირდაპირი კონტაქტების მექანიზმის არარსებობა, რომელიც ძალიან სასარგებლოდ მუშაობდა. ჩვენი ნატო-ელი კოლეგები მხოლოდ გენშტაბების დონეზე შეხვედრებზე თანხმდებიან, მაგრამ სამხედროების მონაწილეობით პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები გაყინულია, სამწუხაროდ”, – აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები