დავით მათიკაშვილი: საქართველომ ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა

„საქართველომ ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანეს”, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

მისივე თქმით, ახალმა კორონავირუსმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნამ შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე, ათასობით დასახიჩრდა და საქართველოს ტერიტორიის 1/3 დაიკარგა.

„დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ამ ყველაფერმა, აქეთ გვასწავლი ჭკუას და აქეთ ასწავლის ხელისუფლებას, როგორ მოიქცეს. სინამდვილეში, ყველაზე დიდი ეპიდემია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ჩვენს რეალობაში არის „ნაციონალური მოძრაობა”. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თქვენი პარტიული ინტერესის მიღმა არაფერი დგას – არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. თქვენთვის ერთადერთი კრიტერიუმი არის ვიწრო პარტიული ქულების დაწერა წინასაარჩევნოდ და თქვენ მეტი ინტერესი ამ კუთხით არ გაგაჩნიათ”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები