კონკრეტულ ლოკაციაზე რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იყოს აუცილებელი – მმართველი გუნდის ინიციატივა

დღეს პარლამენტში მმართველი გუნდის იმ ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლის თანახმადაც, მთავრობას კონკრეტულ ლოკაციებზე შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეეძლება.

“საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს იმისათვის, რომ სხვადასხვა შეზღუდვა დააწესოს საქართველოს მთავრობამ, რაც არ არის პროცედურულადაც მარტივი გასავლელი და, რა თქმა უნდა, დისკომფორტის შემქმნელია, ზოგადად, მოსახლეობისთვის. ამიტომ, ჩვენ გვინდა, კანონში ჰქონდეს მთავრობას საშუალება, რომ ადგილობრივ ლოკაციაზე რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებისთვის არ იყოს აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება”, – აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები