ტრამპმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება დააანონსა

შეერთებული შტატები ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებასთან, ასევე, დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოაქვეყნებს.​

​ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სარესტორნე და სამრეწველო ბიზნესების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა და კიდევ გაკეთდება როგორც თერაპიის, ისე – ვაქცინის კუთხით. მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია „მოდერნას“ მიერ ჩატარებული კვლევების დროს, ერთ-ერთმა ვაქცინამ ადრეულ ეტაპზე დადებითი შედეგები აჩვენა.

კერძოდ, როგორც „ბიბისი“ წერს, პირველ რვა ადამიანს, რომელიც „მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინის კვლევაში მონაწილეობდა, აღმოაჩნდა ანტისხეულები, რომელთაც ვირუსის ნეიტრალიზება შეუძლიათ.

მაისის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, მაღალი ალბათობით, უკვე წლის ბოლოსთვის შექმნიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები