ბოლნისის 8 სოფელში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

ბოლნისის 8 სოფელში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ნახიდურში, ფარიზში, ცურტავში, დაბა თამარისში, ხიდისყურში, მუხრანაში, ბალახაურსა და მწყნეთიში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა.

აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები