„გთხოვთ, რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია“ – ხუნწარია თანამდებობიდან წასვლის მიზეზს განმარტავს

სოფიო ხუნწარია თბილისის მერის მოადგილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ. მეგობრებო, ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ( ჟურნალისტებს ვგულისხმობ), მაგრამ გთხოვთ, რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ. უხერხულია.

მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ, საიდანაც მოვედი. „არტარეაში“ დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად-ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში. გმადლობთ ჩემს საყვარელ მოადგილეებს, ირაკლებს, მაიკოსა და ილიას – ჩემს გუნდს, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო და შეუძლებელიც შევძელით ერთად. ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი, არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი, რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია, ყველაფერს გაუმკლავდება. იშვიათად შეკრული გუნდი.
მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ჩამონათვალი და თუ ვინმე გამომრჩა ყველამ მიიღეთ თქვენ თავზე, რადგან განურჩევლად მადლიერი ვარ ყველასი“, – წერს ხუნწარია „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები