ვლადიმირ ზელენსკის რეიტინგი 40%-ზე დაბლა ჩამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტის ნდობის რეიტინგი 39,3%-ს შეადგენს.

შესაბამისი გამოკითხვა სოციოლოგიურმა ჯგუფმა “რეიტინგმა” ჩაატარა.

კითხვაზე – არჩევნები მაისში რომ ტარდებოდეს, ვის აირჩევდით, ზელენსკის მხარს გამოკითხულთა 39,3% დაუჭერდა; მეორე ადგილზე პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებს შორის პარტია “ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის”თანათავმჯდომარე იური ბოიკო 13,9%-ით აღმოჩნდა; მას მოსდევს 13,3%-ით პეტრო პოროშენკო და 8,6%-ით – იულია ტიმოშენკო.

არჩვენების მეორე ტური რომ ტარდებოდეს და ერთმანეთის პირისპირ ისევ ზელენსკი და პოროშენკო იყვნენ, შედეგი გასული წლის იდენტური იქნებოდა: გამოკითხულთა 75% მხარს მოქმედს, ხოლო 25% ყოფილ პრეზიდენტს დაუჭერდა.

მიმდინარე თვეს ეს უკვე მეორე სოციოლოგიური გამოკითხვაა.

4 მაისს კვლევის შედეგები კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ზელენსკის მხარს გამოკითხულთა 42,6% უჭერდა. აღინიშნებოდა, რომ გასულ წელს, გაპრეზიდენტობის დროს მისი რეიტინგი 73,22% შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები