აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 84 ათასს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით უკვე 84 183 ადამიანია ინფიცირებული, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ წარმომადგენლობაში.

 

ორგანიზაციის მონაცემით, ვირუსს 2 739 ათასი პირი ემსხვერპლა. ამასთან, განკურნებულთა რაოდენობა 32 ათასამდეა გაზრდილი.

 

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში (15 515); ეგვიპტეში (11 719); ალჟირში (7019); მაროკოში (6798), ნიგერიასა(5959) და განაში (5735).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები