დიმიტრი პესკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობილი გახდა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობას აგრძელებს.
პესკოვმა “ტასს”-ის კითხვაზე, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის იგეგმება მისი კლინიკიდან გაწერა, მან აღნიშნა, რომ მკურნალობას აგრძელებს.
პესკოვის COVID-19-ით ინფიცირების შესახებ 7 მაისს გახდა ცნობილი.
რუსეთის პრესმდივნის გარდა, ვირუსი მანამდე ქვეყნის პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინსაც დაუდასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს თქმით, მიშუსტინის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის სამსახურს შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირას დაუბრუნდეს.