ზუგდიდიში covid-19 არასრულწლოვანს დაუდასტურდა – ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის დისშვილია

ზუგდიდში კორონავირუსი არასრულწლოვანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახხდა ცნობილი.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალი შემთხვევა ე.წ. ტრაილერის მძღოლის კონტაქტია.
ცნობისთვის, ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ მძღოლის კიდევ ორ კონტაქტს, ცოლ-ქმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, ე.წ. ტრაილერის მძღოლის ოჯახის სამი წევრი რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობს. ერთი ხანში შესული ქალია, ხოლო ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

თავად, კოვიდ19-ით ინფიცირებული მამაკაცი კი თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობს. ის 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები