ისრაელში ჩინეთის ელჩი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელში ჩინეთის ელჩი, დუ ვეი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ისრაელის მედიაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ წერს, რომ ელჩი დუ ვეი თელ – ავივის გარეუბანში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში ნახეს გარდაცვლილი.

ჩინეთის ელჩის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს.

ჩინელი დიპლომატი 58 წლის იყო. დუ ვეი ისრაელში ჩინეთის ელჩად მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნეს. მანამდე ჩინელი დიპლომატი უკრაინაში ჩინეთის წარმომადგენლად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები