საპატრიარქო: 17 მაისს სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ, საზეიმო წირვის შემდეგ, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს დალოცავს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.
ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.​
​ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები