გიორგი კაკაურიძე: ექსპორტი, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში შემცირდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ვარაუდობს, რომ საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირდება და ეს, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

პირველი და ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო, ეს სექტორი ყველაზე მეტად შემცირდება – სავარაუდოდ, 60-65%-ით, რასაც, რა თქმა უნდა, ვერანაირი დახმარება  გადაფარავს. სხვა სექტორებს მნიშვნელოვანი დარტყმა არ ექნებათ, ყველა სექტორს ექნება თანაბარი, წლიურ ჭრილში, დაახლოებით, 4%-იანი შემცირება. საექსპორტო მაჩვენებელი ვფიქრობთ მნიშვნელოვნად არ შემცირდება, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებშია შემცირება მოსალოდნელი“, – აღნიშნა კაკაურიძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, არის პოზიტიური სცენარი, სადაც საუბარია, რომ ეკონომიკის წლიური შემცირება -2%-ის ფარგლებში იყოს, არის დაშვებები, სადაც შეიძლება, 7-9%-მდე ვისაუბროთ. თუმცა, ყველაზე რეალისტური სცენარი არის წლიური 4%-იანი შემცირებისა და ბიუჯეტი სწორედ ამ მაჩვენებელზე იქნება დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები