საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 393 მოქალაქე.
ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები