აფრიკის ქვეყანამ ჯანმო-ს ექსპერტები გააძევა
ბურუნდიში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოთხი ექსპერტი, ტერიტორიაზე მთავარი წარმომადგენლის – უოლტერ კაზადი მულომბოს ჩათვლით, “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადდნენ.
აფრიკული ქვეყნის მთავრობამ მათ ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ბურუნდიში კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის კოორდინაციით იყვნენ დაკავებულნი.
ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ ექსპერტებმა “დაუშვებელი ჩარევა” განახორციელეს იმაში, თუ როგორ “რეაგირებენ ისინი” პანდემიაზე, – წერს AFP.
WHO-ს წარმომადგენლების ქვეყნიდან გაძევების პირველი მცდელობა ერთი თვის წინ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, თუმცა – უშედეგოდ.
ბურუნდიში აცხადებენ, რომ კორონავირუსის მხოლოდ 5 შემთხვევაა დადასტურებული, ერთი ლეტალურია.