კლინიკა “ბომონდში ” წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან ორსული პაციენტი გადაიყვანეს

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” ე.წ ცხელების ცენტრში  ორსული პაციენტი შეიყვანეს. ის იტალიიდან დაბრუნდა და სავალდებულო კარანტინს წყალტუბოში გადიოდა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კლინიკაში ცხელების სიმპტომით კიდევ ორი პაციენტი იმყოფება, რომელმაც ცენტრს თვითდინებით მიმართა. რაც შეეხება სხვა პაციენტებს – 4 მათგანის ლაბორატორიული კვლევის შედეგი ცნობილია და კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

“კლინიკის ცხელების ცენტრი 27 მარტიდან არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დრომდე 250-მდე პაციენტი მივიღეთ, მათ შორის, 17 – – ცხელებიანი ორსული. აქედან 7 კატასტროფის სამსახურმა აფხაზეთიდან გადმოიყვანა. არცერთ პაციენტს  დადასტურებია კოვიდინფექცია. ყველას ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტიკა, გამოკვლევა და მკურნალობა”, -განაცხადა კლინიკის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მიქაძემ.

შეგახსენებთ, იმერეთში ბოლო 13დღის განმავლობაში Covid-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მხოლოდ ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები