ნათია თურნავა: სილამაზის სალონებში ელექტრონული რიგი იქნება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია იქნება დაცული.

“დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, მკაცრი სტანდარტების დაცვით უკვე 18 რიცხვიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს მეც და ჩემს კოლეგებს ბევრ ბიზნესთან, მათ შორის, სილამაზის სალონებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებთან. ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რა შეზღუდვაც იქნება დაწესებული.
ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები. ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს”, – განაცხადა თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები