წინასაარჩევნო მარათონში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი ამომრჩეველთა საერთო ეროვნული მხარდაჭერის რეიტინგში მოქმედ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 5% უსწრებს.

ამასთან, ტრამპს ქვეყნის საკვანძო შტატებში მოგების დიდი შანსები აქვს.

შესაბამისი გამოკითხვა CNN-ის დაკვეთით ჩატარდა.

ამასთან, აღინიშნება, რომ ყველაზე “საკამათო” შტატებში ტრამპი ლიდერობს.

კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის 51% მხარს ჯო ბაიდენს უჭერს, ტრამპს კი – 46% მაშინ, როდესაც, ცალკეული შტატების მხარდაჭერის რეიტინგით, ტრამპი 52%-ს ღებულობს, ხოლო ბაიდენი – 45%-ს.

სტატისტიკის თანახმად, ბაიდენი პოპულარობით ქალებში, ფერადკანიან მოსახლეობასა და 45 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში სარგებლობს.

ტრამპი ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდებსა და საშუალო შემოსავლის მქონე პირებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები