საფრანგეთში მთავრობის წინააღმდეგ 63 სარჩელია შეტანილი

საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიაზე მთავრობის რეაგირებასთან დაკავშირებით სასამართლოში 63 სარჩელია შეტანილი.

ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ფრანსუა მოლენმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი სარჩელები ჯერ კიდევ მარტის ბოლოს იქნა შესული იუსტიციის სასამართლოში, რომელიც სამინისტროების დონეზე მაღალჩინოსნების ქმედების კანონიერებას სწავლობს.

სარჩელთა უმრავლესობა ეხება პრემიერმინისტრ ედუარდ ფილიპსა და მისი კაბინეტის ჯანდაცვის ორ მინისტრს: ყოფილს – ანიეს ბიუზენსა და ამჟამინდელს – ოლივიე ვერანს. ასევე, არის სარჩელები მიმართული იუსტიციის, შრომისა და შს მინისტრების წინააღმდეგ.

ამჟამად, ყველა სარჩელი კომისიის განხილვაზეა, რომელიც დაადგენს, რომელ მათგანს აქვს საფუძველ, გადავიდეს შემდგომი გამოძიების სტადიაზე.

მთავრობების წინააღმდეგ სასამართლოებში სარჩელები შესულია, ასევე, იტალიასა და ესპანეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები