ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოიხსნა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები გაუქმდა. ორივე პუნქტის დემონტაჟი გუშინ დაიწყო.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება ბლოკ საგუშაგოების გაუქმება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთშიც. აქ სულ ორი საგუშაგო გვქონდა. თავიდან ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, სწორი გადაწყვეტილებაა მისი მოხსნა. დღეის შემდეგ, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება”, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონტროლო პუნქტები, ვირუსის პრევენციის მიზნით, 31 მარტს განთავსდა. ახალციხეში, საერთო მონაცემების მიხედვით, 54 024 მოქალაქე შემოწმდა, 29 795 მანქანას კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები