დენის სალუქვაძემ პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრებთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში „ძმები ავალიანების მარანი” დაათვალიერა

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრებთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში „ძმები ავალიანების მარანი” დაათვალიერა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დენის სალუქვაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში აგროსაწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

2023 წელს ყურძნის გადამმუშავებელმა საწარმომ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დავის სამინისტროს პროგრამის „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში 250 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო. ამასთანავე, საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ 500 000 ლარით დააფინანსა.

ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე „ძმები ავალიანების” სავაჭრო ნიშნით რეალიზდება.

მინისტრთან ერთად, კომპანიაში „ძმები ავალიანების მარანიში” იმყოფებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი და მინისტრის მოადგილეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები