გიორგი ვოლსკი: ოპონენტების გარკვეული ჯგუფის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ არ აწყობთ არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია მათი ერთადერთი გზაა

„ოპონენტების გარკვეული ჯგუფის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აწყობთ არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია არის ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება, რაიმე წარმატებას მიაღწიონ, სხვანაირად მათი განცხადება არ იკითხება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ხელისუფლების ოპონენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არ მოხდება ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

მისივე თქმით, რთული ვითარების პროგნოზირება საჭირო არ არის, მაგრამ სასიამოვნო და მარტივი იმაში, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რასაკვირველია, არაფერია.

„საზოგადოებამ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური პარტიებისა და, საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრების ბედი, რასაკვირველია, სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს, ვის რა პოზიცია უკავია და ვინ როგორ ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე, მით უმეტეს, ასეთ საკმაოდ მძიმე პერიოდში”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები