დეველოპერები საცხოვრებელ ფართებზე ფასების 15-20 %-ით შემცირებას პროგნოზირებენ

“COVID-19-ით გამოწვეულმა არასტაბილურმა ვითარებამ და მთელმა რიგმა შეზღუდვებმა უძრავი ქონების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა”, – ნათქვამია „კუშმან & ვეიქფილდის “ კვლევაში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, შექმნილ ვითარებაში, დეველოპერები საცხოვრებელ ფართებზე ფასების 15-20 %-ით შემცირებას პროგნოზირებენ.

„აპრილში როგორც მცირე, ისე მსხვილმა დეველოპერებმა დაიწყეს აქტიური კამპანია – სპეციალური შეთავაზებები და სხვადასხვა სახის ფასდაკლებები მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ჩვენს კვლევაში მონაწილეების უმრავლესობა ფასების შემცირებას არ გეგმავს.
გამოკითხვის პირველ ეტაპზე, რესპონდენტთა 14% ფასების შემცირებას იუწყებოდა, 29%-ს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული, 57%-მა კი განაცხადა, რომ ფასების შემცირებას არ გეგმავდა. მეორე ეტაპზე, კომპანიების 1/3-ს უკვე შემცირებული აქვს ფასები ან სამომავლოდ გეგმავს შემცირებას, დანარჩენები კი საფასე პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავენ”, – აღნიშნულია კვლევაში.
დეველოპერების განმარტებით, ეკონომიკური კრიზისისა და ბუნდოვანი მომავლის პირობებში, ფასის მოქნილობა მოთხოვნასთან მიმართებით დაბალია. მათივე თქმით, ფასების შემცირება არ იძლევა მოთხოვნის პროპორციულად გაზრდის გარანტიას. დეველოპერების მტკიცებით, ფასების შემცირებით მოთხოვნა შესაძლოა, უმნიშვნელოდ გაიზარდოს, მაგრამ შედეგად რისკის ქვეშ დადგება მათი საფასე ნიშა და პროდუქციის ხარისხი.
გარდა ამისა, დეველოპერები ამბობენ, რომ აქვთ ფინანსური ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებენ შემცირებული ფასების პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები