ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საავადმყოფოს შესასვლელთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგ შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ.
ამის შესახებ ადგილობრივი 1TV საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით იტყობინება.
აღინიშნება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
შენობის დატოვება პერსონალის ნაწილმა შეძლო.
ტელეარხი იტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულების მხარდამჭერია ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშე”.
ასევე, ტელეკომპანია ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შენობაში სროლაა, მებრძოლები ხელყუმბარებს იყენებენ.
მედიას პოლიციაში საავადმყოფოზე თავდასხმის ფაქტი დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.