ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ოთხი კოვიდპაციენტი აგრძელებს მკურნალობას
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში Covid19-ზე მკურნალობას ოთხი პაციენტი განაგრძობს. როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკის მთავარმა ექიმმა განუცხადა, ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“გვიწევს ოთხი პაციენტი, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ახალი საკვლევი პაცინტები ამ ეტაპზე არ გვყავს”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
ცნობისთვის, კლინიკას, ჯამურად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი ჰყავს.
იმერეთის მასშტაბით ბოლო ათი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, საქართველოში COVID19-ის 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 317, გარდაცვლილია 10, კარანტინში იმყოფება 4769ადამიანი, სტაციონარში კი 414. უცხოეთიდან სამკურანალოდ ჩამოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.