მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს საჩხერის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საჩუქრები გადასცეს

საჩხერეში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ნოე ხარაიშვილს, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.

“საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნოე ხარაიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ვეტერანი დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილმა სახლში მოინახულეს და ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცეს. ვეტერანი სექტემბერში 99 წლის გახდება. ღვაწლმოსილი პედაგოგი წელს საჩხერის საპატიო მოქალაქედაც აირჩიეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანს ნობათი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ლარი ჩაერიცხა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები