სახალხო დამცველმა საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ახალი წელი ყოველთვის ახალი იმედების, განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის სიმბოლოა. ამასთან, ახალი წელი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ განვლილი გზა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, ადამიანის ღირსების პატივისცემასა და უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების გაძლიერება. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, – ნათქვამია ომბუდსმენის მილოცვაში.