ქობულეთში 33 788 გამოკვლეული პირიდან კოვიდინფექცია არცერთს დაუდგინდა

მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონის სოფლებში, ასევე ქალაქ ქობულეთში თერმოსკრინინგის შედეგად 33 788 პირი გამოიკვლიეს. მათ შორის, 32 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქობულეთის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა აღნიშნული შემთხვევა გაიტესტა და შეისწავლეს. არცერთ საეჭვო შეთხვევას კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდა.
„აღნიშნული ინფორმაცია სასიხარულოა იქედან გამომდინარე ,რომ უწყებათაშორისი საბჭოს, საქართველოს მთავრობის, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ეპიდემიოლოგების მუშაობამ შედეგი გამოიღო. დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დროული იდენტიფიცირება და შესაბამისად მათი იზოლირება მოხდა, რამაც ვირუსის გავრცელება თავიდან აგვარიდა. თერმოსკრინინგის მიზანი Covid ინფიცირებულთა ადრეული გამოვლენა და დაავადების გავრცელების პრევენციაა, სწორედ აღნიშნული მიზნით დავიწყეთ და აქტიურად ვმუშაობდით ამ მიმართულებით ჩვენც“- აღნიშნა ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

ცნობისთვის, თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტში 12 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები