კახეთში 279 კვლევის პასუხი “კოვიდ19”-ზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ცენტრში ბოლო 48 საათის განმავლობაში 379 ნიმუში გაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ნეგატიურია. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს, ტრადიციულ ბრიფინგზე განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კორონავირუსი არც საგარეჯოელ ექთანთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.

“8 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში გავაგზავნეთ 212 ნიმუში, საიდანაც 112 ტესტირების პასუხი ცნობილია და ყველა შედეგი უარყოფითია. ასევე ნეგატიურია ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეების ნიმუშების ტესტირების შედეგები. კორონავირუსი არ დადასტურდა 7 მაისს გაგზავნილი 167 საკვლევ მასალაში.” განაცხადა ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, ექთანს, კოვიდ 19 მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში პსრ ტესტით გამოუვლინდა, დაინფიცირებული საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალში” და ბოჭორიშვილის კლინიკაში მუშაობს.

ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში 11 საკარანტინე სივრცეში 558 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 42 მოქალაქე რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები